ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება
12/14/2019
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი წუხილსა და იმედგაცრუებას გამოთქვამს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციების საწინააღმდეგოა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და როგორც ცნობილია, მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნასა და დამოუკიდებლობას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციისთვის აუცილებელია“, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლების განცხადებაში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრებიან. მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, განცხადებები გაავრცელეს ასევე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.