„კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ახალი მმართველი


სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციას\" გაკოტრების ახალი მმართველი ეყოლება. ამ ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს. ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, ზაურ რეხვიაშვილი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე აკაკი ბეგაშვილი ჩაანაცვლა, 12 წლის მანძილზე „თელასში\" სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. როგორც დიდებაშვილი ამბობს, „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში\" რეორგანიზაციის პროცესი არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ენერგოდისტრიბუციის გაკოტრების მმართველმა, ბეგაშვილმა, თანამდებობა ორი დღის წინ, პირადი განცხადების საფუზველზე დატოვა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/IavnDI

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან