ოპერის ახალი მმართველი

01/31/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი მმართველი წარადგინა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველად დირიჟორი, თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და მთავარი კონსულტანტი, თბილისის სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ვ. ჟორდანიას სახ. დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გიორგი ჟორდანია ინიშნება.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობაზე არსებული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი თბილისის საოპერო თეატრის განვითარების კონცეფციებს შორის ყველაზე მისაღებად გიორგი ჟორდანიას პროექტი მიიჩნია და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, მაესტროს მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ჟორდანიას თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან