ოპერის ახალი მმართველი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი მმართველი წარადგინა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველად დირიჟორი, თბილისის ე. მიქელაძის სახ. ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და მთავარი კონსულტანტი, თბილისის სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ვ. ჟორდანიას სახ. დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გიორგი ჟორდანია ინიშნება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობაზე არსებული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი თბილისის საოპერო თეატრის განვითარების კონცეფციებს შორის ყველაზე მისაღებად გიორგი ჟორდანიას პროექტი მიიჩნია და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, მაესტროს მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება გიორგი ჟორდანიას თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ოპერის ახალი მმართველი
culturegovge culturegovge
ქუთაისის ოპერის ახალი სიცოცხლე
TV IMEDI
თამარ ცხომარიას საავტორო რეპორტაჟი - ოპერის თეატრის ახალი სი...
2030 Official
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 50...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის ოპერის სახალხო არტისტები ახალი თაობის ვარსკვლავებთა...
TV IMEDI
ჯაკომო პუჩინის „ბოჰემას“ პრემიერა ოპერაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ახალი დღის“ სტუმარი - ანსამბლი „სულიკო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი გამოცემის პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster