საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ არხზე

25.09.2018

წინასაარჩევნოდ პირველი არხი პრეზიდენტობის კანდიდატებს საეთერო დროს უთმობს. კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების მიამართ ტელევიზიას სამი შეთავაზება აქვს. პირველი: ხვალიდან „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში კანდიდატების ხედვის გასაცნობად 10-წუთიანი ეთერი იქნება გამოყოფილი. მეორე: პირველი არხი ტრადიციულ დებატებსაც გეგმავს, რომელიც სამ რაუნდად გაიმართება. ორი რაუნდი 16 კვალიფიციურ სუბიექტს დაეთმობა, მესამე რაუნდში კი ცხრა არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. მესამე: სურვილის შემთხვევაში ტელევიზია მზად არის, ცალკე დრო გამოყოს პრეზიდენტობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც დებატების გამართვაზე ერთმანეთს შორის შეთანხმდებიან. ამ წინადადებებს საარჩევნო მარათონში ჩართული სუბიექტები დღეს ცესკო-ში გაეცნენ. კენჭისყრის გზით უკვე განსაზღვრულია დებატების სამ რაუნდში და „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში მონაწილე კანდიდატების რიგითობა და თანმიმდევრობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: