საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები პირველ არხზე
დღეს, 4 ოქტომბერს, 22:00 საათზე პირველ არხზე, პრეზიდენტობის კანდიდატების – მიხეილ სალუაშვილის, გიორგი ლილუაშვილის და კახაბერ ჭიჭინაძის დებატები გაიმართება. პირველი არხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, გარდა მაუწყებლის მიერ გათვალისწინებული ფორმატებისა, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, დებატებისთვის საეთერო დროს უთმობს. დებატები შედგება ოთხი ბლოკისგან. სამ ბლოკში კანდიდატებს წამყვანი დაუსვამს შეკითხვებს, ხოლო ერთი ბლოკი ერთმანეთთან თავად კანდიდატების შეკითხვებს დაეთმობა. კანდიდატების წარდგენის რიგითობა და პირველ კითხვაზე პასუხი განისაზღვრა მათი საარჩევნო ნომრით, უმცირესიდან უმეტესის მიმართულებით. ყოველი შემდგომი პასუხის, ან რეპლიკის შესაძლებლობა მიეცემა რიგით შემდგომ კანდიდატს. ასევე, კანდიდატებს ექნებათ ერთი წუთი საკუთარი თავის წარსადგენად. პარტიებს შორის დებატებზე შეთანხმების შემთხვევაში, პირველი არხი თხოვნით მიმართავს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რამდენიმე დღით ადრე, აცნობონ თავიანთი შეთანხმების შესახებ, რათა ცვლილებები დროულად აისახოს საეთერო ბადეში. შეგახსენებთ, 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს. დებატები და მათი ხედვების წარდგენა ასევე გადაიცემა საქართველოს რადიოს FM 102.4-ის ეთერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დებატები პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე #დღისთემა პრეზიდენტობის კანდიდატები პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო დებატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო დებატები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - რა უფლებამოსილებები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster