დავით სერგეენკომ ზუგდიდელებს 26 მაისი მიულოცა

05/26/2017
Radio Atinati-ის მიერ

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაესწრო და ადგილობრივებს დღევანდელი დღე მიულოცა.
დავით სერგეენკო სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო და ადგილზე მყოფ პირებს გაუდადებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა. მან ბავშვებისთვის სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით გაწყობილი სივრცეც მოინახულა, სადაც მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავდებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ ჩაუტარებენ.

ცნობისთვის, წელს საქართველო დამოუკიდებლობას 26-ედ აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - ,, მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ '' იმართება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან