ჩაკეტილ მარნეულში დღეს დამატებითი სადისტრიბუციო მანქანები გაიგზავნა


პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ, ჩაკეტილი მარნეულის რაიონში დღეს დილიდან დამატებითი სადისტრიბუციო მანქანები გაიგზავნა. ფერმერებისგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჩაბარება სოფელ აღმამედლოდან დაიწყო.

რაიონს რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანია ემსახურება, თუმცა, მონოპოლიასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ეს თემა პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. მარნეული ერთადერთი რაიონი არაა, სადაც საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო რეჟიმის გამო, ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციას ვეღარ ახერხებენ - პრობლემებია კახეთშიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან