საპროტესტო აქცია მარნეულის მკაცრ საკარანტინო ზონაში
ხმაური იყო დღეს მარნეულში – საკარანტინო ზონაში მცხოვრებთა ნაწილი ქუჩაში გავიდა. აქციის მონაწილეთა თქმით, დაწესებული შეზღუდვებისა და რაიონის ჩაკეტვის გამო, ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მუნიციპალიტეტს გარეთ გატანასა და გაყიდვას ვეღარ ახერხებენ და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. პროტესტის გამო, დროებით გადაკეტილი იყო სადახლოსკენ მიმავალი სამანქანო გზა. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც. სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებას დადგმული პოლიტიკური შოუ უწოდა. ამ დროისთვის აქცია დაშლილია. ადგილობრივებმა ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ მარნეულში რამდენიმე დამატებითი სადისტრიბუციო მანქანა შევა, რომლებიც მათ პროდუქტებს რაიონს გარეთ გაიტანენ და სხვადასხვა რეგიონს მოამარაგებენ. ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან დეტალებით გვიერთდება ლიკა ალელიშვილი – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში და რა შეთანხმებით დაიშალნენ აქციის მონაწილეები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია მარნეულის მკაცრ საკარანტინო ზონაში
Beso Mikava
საპროტესტო აქცია სოფელ კაპანახჩში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
TV - რუსთავი 2 - აქცია მარნეულის მერიასთან - 27.04.2020 - 1...
Municipality of Marneuli
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - საპროტესტო აქცია გაიმართა მ...
Municipality of Marneuli
აქცია მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართ...
მარნეული MARNEULI TV
#არჩევნები2020 საპროტესტო აქცია მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
TV - მარნეული ტვ - სოფელ სარალში საპროტესტო აქცია გაიმართა -...
Municipality of Marneuli