მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელთან არსებული 11 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყენების უფლებას ითხოვდა. მათი განცხადებით, წლებია ამ მიწით სარგებლობენ და იჯარას ეკლესიას უხდიან, ამჯერად კი მიწის გამოყენების უფლებას ადგილობრივი სასულიერო პირები არ აძლევენ. ადგილზე იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, რომლის განცხადებითაც მიწა არც ერთი მხარის საკუთრება არა არის და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მისივე თქმით, ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. აქციის მონაწილეებმა პრობლემის გადასაჭრელად მაჟორიტარს ერთი კვირა მისცეს და დაიშალნენ. „მოამბე“ ასევე დაუკავშირდა ადგილობრივ სასულიერო პირს, მამა არსენს, რომელმაც განაცხადა, რომ კურთხევის მიღებამდე კომენტარს არ აკეთებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.