● აგვისტოს ოცდაცხრა
აგვისტოს ოცდაცხრაა, ცხელი მზე რომ დაცხრა, მალე დაიწყება ❞ხავერდის სეზონი❝ სექტემბრის თვისება - ქალაქი ივსება. მზეზე გარუჯული ქალების თეძონი. ჩემი ინტერესი - ღვინოა ❞ჰერესი❝ და იმ ქალებიდან, ის ერთი რჩეული. მას სხვისი ფერება არ შეეფერება... მისთვის გამივსია ლექსებით რვეული. ვიყავი გრძნეული, როგორც მთვარეული, ჩემთვის უცხო იყო წამი მოსვენება. ვნებად ვიღვრებოდი, ღვინით ვერ ვთვრებოდი, ისე ვიქცეოდი, როგორც მას ენება... მაგრამ საოცრება - გაფრინდა ოცნება ეს სუყველაფერი აღმოჩნდა სიზმარი. ცხადი - პროზაული: თამადა - ზაური, ღვინო, მარტოობა, ლოქო და ქინძმარი! 2003 ნიკო გომელაური • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭
მსგავსი ვიდეოები
8 აგვისტოს აქცია რუსეთის საელჩოსთან
Georgia Official
8 აგვისტოს აქცია რუსეთის საელჩოსთან
Georgia Official
"პუტინ პაშოლ ნახუი" - 8 აგვისტოს აქცია რუსეთის საელჩოსთან
Georgia Official
"გაუმარჯოს დამოუკიდებენ საქართველოს" - 8 აგვისტოს აქცია რუსე...
Georgia Official
"ქართული პოლიტიკა არ ამართლებს" - 8 აგვისტოს აქცია რუსეთის ს...
Georgia Official
"არ ვაპირებთ გოჯი მიწის დათმობას" - 8 აგვისტოს აქცია რუსეთის...
Georgia Official
"რუსეთმა იარაღი აზერბაიჯანს მიყიდა და სომხეთს აჩუქა" - 8 აგვ...
Georgia Official
"იმ ჯარისკაცების ძვლებზე დგას სახელმწიფო" - 8 აგვისტოს აქცია...
Georgia Official