ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დამტკიცდა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ქალაქის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 19 042 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ის, წინა წელთან შედარებით, 85 ათასი ლარით გაიზარდა. მომდევნო წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა და საბავშვო ბაღების დაფინანსებაა. წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს. მათი თქმით, ბიუჯეტის შესრულებაზე მთლიანად მერიაა პასუხისმგებელი და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღეს. ასევე, მათივე თქმით, მერიამ არ გაითვალისწინა ის შენიშვნები, რომელიც "ენმ"-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდა. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის შედგენისას შენიშვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. „ზუგდიდი 2017 წლისთვის ყველანაირად მზად არის და გაწერილია ის პროექტები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. ასევე, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები, მთლიანად ამოღებულია პრემიები და დაზოგილი თანხები მთლიანად მივმართეთ ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ“. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, თვითმმართველობის სამსახურების თანამშრომლები, არასამთვარობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
odishitv
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
makho Basy
ანი წითლიძე: ადმინისტრაციული ხარჯები ხელოვნურად არის გაბერილ...
Radio Atinati
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი
Livepress. ge
ინტერვიუ მერაბ ქვარაიასთან
Livepress. ge
ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
Radio Atinati
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ანაგრიში წარად...
Radio Atinati
სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს
Radio Atinati