მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა

03/24/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული–ალგეთი–თაზაქენდი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ეტაპისათვის დაიგება 3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, წლის ბოლოსკენ კი დაგეგმილია კიდევ სამ კილომეტრიანი გზის დაგება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად ხდება სანიაღვრე არხის მოწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალგეთის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ, მოუსმინეს მათ პრობლემებს და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მოგვარბას დაჰპირდნენ.

ვრცლად იხილეთ (ოფიციალური ვებგვერდი): ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/index.php/...

ვრცლად იხილეთ (ოფიციალური სოციალური ქსელი): https://www.facebook.com/media/set/?s...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან