მარნეულში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა (მაესტრო)

11/30/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

კონფერენცია სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია, 29 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო დიდუბე პლაზაში, პროექტის „მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზებას საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ – გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ერთად უწევდა.
ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეებს - საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს და გამგებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ სამართლებრივი ცვლილებები, პოლონელ ექსპერტებთან ერთად ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებზე და განესაზღვრათ სკოლამდელი განათლების სფეროში წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები.
პროექტის მიზანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა ადრეული ასაკის განათლების სფეროს განვითარების კუთხით შესაძლებლობების გაზრდაში.

ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/siaxleebi1...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან