გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორეს გლოვობს
09/09/2022
ისტორიულ ეპოქა დასრულებულია - გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში, შოტლანდიაში ბალმორალის ციხესიმაგრეში გუშინ გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სამეფო ოჯახმა დაადასტურა, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ქვეყანაში 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა. დილიდან ხალხმრავლობაა ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან, სადაც მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და გამორჩეული მონარქისადმი პატივისცემას ამ ფორმით გამოხატავენ. დედოფლის გარდაცვალების გამო, სამეფო ოჯახი სამძიმრის წერილებს იღებს მთელი მსოფლიოდან. გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას, - ასე ახასიათებენ ელისაბედ მეორეს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები.
რა ხდება ამ წუთებში ლონდონში, სადაც დღეს პარლამენტის სხდომაც გაიმართა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.