ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
09/09/2022
მსოფლიო გაერთიანებული სამეფოს მონარქს გლოვობს. „ეპოქის დასასრული, სიცოცხლე მსახურებაში, ჩვენი გულები გატეხილია“- ასეთი იყო დღეს ბრიტანული გამოცემების სათაურები. დედოფალ ელისაბედის 70-წლიანი მმართველობა დასრულდა 8 სექტემბერს, როდესაც ის შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის რეზიდენციაში გარდაიცვალა. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეებს მიჰქონდათ ყვავილები და სანთლები, როგორც ბალმორალის ციხესიმაგრესთან, ისე ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან. მოქალაქეები გლოვობენ 96 წლის დედოფალს, რომელმაც თანამედროვე ბრიტანეთის და მსოფლიო ისტორიაშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილმა ლონდონელებმა შეასრულეს ცნობილი სიმღერა, „ღმერთი დაიფარე დედოფალი“. როგორც ცნობილია, დედოფლის დაკრძალვის დეტალები ოფიციალურად უახლოეს ხანში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ცერემონიალის გეგმას დაამტკიცებენ. ბრიტანული მედიის ცნობით, არსებობს სპეციალური გეგმა, კოდური სახელწოდებით „ლონდონის ხიდი“, ის მონარქის გარდაცვალების შემდეგ ამოქმედდა. კერძოდ, ყველა შენობებზე სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული, გლოვა სავარაუდოდ, 10 დღით გამოცხადდება. ასევე ჰაიდ პარკში დაგეგმილია 96 გასროლა, მონარქის პატივსაცემად. როგორც ბრიტანელების უმეტესობა ამბობს, დედოფალი მათთვის ცვლილებებით აღსავსე სამყაროში სტაბილურობის სიმბოლო იყო.
ელისაბედ მეორეს გარდაცვალებიდან დაუყოვნებლივ, გაერთიანებულ სამეფოს ახალი მეფე ჰყავს. ის 73 წლის ჩარლზია. როგორც ცნობილია, ის მეფობის დროს ჩარლზ მესამის სახელს ატარებს. უკანასკნელ წლებში, პრინცი ჩარლზი ისედაც ითავსებდა მონარქის გარკვეულ მოვალეობებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დედოფალი ზოგიერთ საჯარო ღონისძიებებზე დასწრებას ვერ ახერხებდა. ჩარლზმა დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს უდიდესი დანაკარგია მისთვის და მთელი ერისთვის.
„ელისაბედ მეორე იყო კლდე, რომელზეც აშენდა თანამედროვე დიდი ბრიტანეთი“- ეს შეფასება ინგლისის ახალარჩეულ პრემიერ მინისტრ ლიზ ტრასს ეკუთვნის. ის სულ რაღაც 3 დღის წინ მიიღო დედოფალმა და მთავრობის მეთაურად დანიშნა. ლიზ ტრასი არის მეთხუთმეტე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელისაბედ მეორეს მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელობს მთავრობას. თავის გამოსვლაში ტრასმა ახლა მეფეს წარმატება უსურვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.