დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია

19.09.2022 01:17

ცერემონია, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებს თავს. დღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს კრძალავენ. ამ წუთებში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ცხედარი უინძორების სასახლეშია დასვენებული, სადაც ის უესტმინსტერის სააბატოდან გადაასვენეს. დედოფალს მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამლოცველოში მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაასაფლავებენ. იქ არიან დაკრძალული მონარქის მშობლები და პრინცესა მარგარეტი. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერები. დიდ ბრიტანეთში 500-მდე სახელმწიფო მეთაური და ლიდერია ჩასული. უშუალოდ დაკრძალვის ცერემონია კი კერძო იქნება და ის ოჯახის წევრების და ახლობლების გარემოცვაში ჩაივლის. მანამდე ხუთი დღის განმავლობაში ელისაბედ მეორედ ცხედარი უესტმინსტერის სასახლეში იყო დასვენებული, სადაც მასთან გამომშვიდობების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა. დედოფლისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში უწევდათ დგომა. ათი დღეა, დიდ ბრიტანეთში გლოვაა გამოცხადებული. ელისაბედ მეორე, რომელმაც სამეფო ტახტზე 70 წელი გაატარა და რომელიც სამეფოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის მონარქი იყო, 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქრონიკის სპეციალური გამოშვება  - დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია
01:27:27

ქრონიკის სპეციალური გამოშვება - დედოფალ ელისაბედ მეორის დაკ...

TV IMEDI

დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვალ დაკრძალავენ
00:53

დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვალ დაკრძალავენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამეფო ოჯახი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. დიდი ბრიტანეთი დედოფალს გამოემშვიდობა
01:50

სამეფო ოჯახი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. დიდი ბრიტანეთი დედ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
03:51

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დედოფლის უკანასკნელი გზა ვესტმინსტერის სააბატოდან დაიწყო
05:40

დედოფლის უკანასკნელი გზა ვესტმინსტერის სააბატოდან დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ
00:45

ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოციალური მედიის სიახლეები

სოციალური მედიის სიახლეები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელისაბედ მეორის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ
01:08

ელისაბედ მეორის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო