საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილეებმა კახა კანდელაკმა და ლევან ხარატიშვილმა, ასევე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი.
დღესვე გაიმართა იურგენ ბოსის შეხვედრა ქართველ ჟურნალისტებთან და გამომცემლებთან.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ესტუმრნენ. ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უცხოელ სტუმრებს დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ისტორია, იქ მიმდინარე სამუშაოები და აღმოჩენილი არტეფაქტები გააცნო.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა და ვიცე -პრეზიდენტმა ოქროს ფონდიც დაათვალიერეს.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045