გამგებლის მოადგილეს უხეშობაში ადანაშაულებენ


ნაფარეულში მცხოვრები გავაზელაშვილები თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ნოდარ ჯანდიერს უყურადღებობასა და უხეშობაში ადანაშაულებენ. გავაზელაშვილები აცხადებენ, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს, სასწრაფო ონკოლოგიური ოპერაცია ესაჭიროება. დახმარებისათვის მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გამგებლის მოადგილის განცხადებით, სოციალურად დაუცველების დაფინანსების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე გადაწყდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1827tBC

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან