ანსამბლი ,,ოდოია" ჩვენებურების...

07/17/2012
odishitv-ის მიერ

,,ოდოიას\" თურქეთის ქალაქ ინეგოლის საზოგადოების თავმჯდომარე, აჰმედ ჯანი ქართულად ავთანდილ თავდგირიძე ხვდება. ინეგოლელმა ქართველმა ქართულ დელეგაციას პატარა საქართველო გააცნო და იმ სიყვარულსა და სითბოზე ესაუბრა რაც მათ რეალურად აკლიათ თუმცა საერთაშორისო ფესტივალი ჩვენებურები უკვე მე--12 წელია ამ გრძნობას ინეგოლელ ქართველებს თავიდან ბოლომდე უნაწილებს

მოგვიანებით კი ფესტივალის მონაწილეებს ინეგოლის მერია მასპინძლობს, ქალაქის მერი ალეკო გოგოლაძე მერამდენე წელია უკვე ფესტივალის დიდი გულშემატკივარი და თანამდგომია. შეხვედრაზე მერმა ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ქალბატონ დარეჯან გაბედავასა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა \"ოდოიამ\" ქართული დღესასწაული მოაწყო და ამფითეატრში შეკრებილი ინეგოლელი ქართველები აატირა.

კონცერტის დასასრულს კი სცენა ასაკის მიუხედავად დიდსა თუ პატარას დაეთმო და ინეგოლში ქართველების სტუმრობა ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მაყურებლის ემოციებზე , მომხდარ სასწაულზე და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ \"ოდოიას\" შემოქმედებაზე ჩვენებურების ვიცე პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილი და დარეჯან კუხიანიძეც საუბრობენ.

დასკვნითი კონცერტი კი 2 ივლისს ქართული სათვისტომოს ეზოში გაიმართა, სადაც ტრადიციულად თურქმა ქართველებმა საკუთარი შემოქმედება ამჯერად სტუმრებს გააცნეს, აქ ცეკვავდა ყველა, ღრმად მოხუცი და ახალგაზრდა, ყველა გვარის, ყველა სოფლის წამომადგენელი, ცეკვავდნენ სუფთა ავთენტური მოძრაობებით და კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ ქართველობას. ერთმანეთს უზიარებდნენ წლების განმავლობაში დაგროვილ სიყვარულს და ერთმანეთში საჩუქრებს ცვლიდნენ .

სართაშორისო ფესტივალი ჩვენებურები, რომელიც თურქეთის ქალაქ ინეგოლში გაიმართა კიდევ ერთხელ ამტკიცებს მეგობრობას თურქებსა და ქართველებს შორის.

http://www.odishi.ge/
  / odishitv