ირაკლი კვარაცხელიას სენაკში დღეს დაკრძალავენ
ოკუპირებული გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ. სენაკის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიალი კი 2 საათზე გაიმართება. ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. დაკავებიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კი განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედარს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ, დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს
Radio Atinati
„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა
Radio Atinati
პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს
Radio Atinati
ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს
Radio Atinati
გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კვარაცხელიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძიმარი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster