საქართველოს პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

04.01.2022 02:39

იუბილარია დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უწმინდესი ილია მეორე 89 წლის გახდა. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. ილია მეორემ ჩაიბარა ეკლესია, სადაც ეკლესია-მონასტრები დაკეტილი, საბჭოთა რეპრესიების გამო, შემცირებული იყო ტაძრებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. ამ პერიოდს პატრიარქი „მზიან ღამეს“ ადარებს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება. ილია მეორის მრავალმხრივ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1990 წელს, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მისი ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმინდათა დასს მრავალი წმინდანი შეემატა. წმინდა ილია მართალი, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, ღირსი მამა ამბროსი ხელაია, ბერი ალექსი შუშანია, წმინდა ნინოს მშობლები — ზაბულონი და სოსანა,წმინდა მღვდელმთავრები ალექსანდრე ოქროპირიძე და გაბრიელ ქიქოძე, მელქისედეკ I — სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიის პირველი პატრიარქი, კირიონ II და კიდევ ბევრი გამოჩენილი სასულიერო და ეროვნული მოღვაწე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა
04:41

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი შეუსრულდა
18:08

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

პატრიარქის საკვირაო ქადაგება
01:29

პატრიარქის საკვირაო ქადაგება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

89 წელი და ცხოვრების ნახევარი ეკლესიის სამსახურში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია
06:19

89 წელი და ცხოვრების ნახევარი ეკლესიის სამსახურში - საქართვე...

TV IMEDI

კახური \"ალილოთი\" მივულოცეთ მამა-შვილებმა საქართველოს პატრიარქს 89 წლის იუბილე!
02:06

კახური "ალილოთი" მივულოცეთ მამა-შვილებმა საქართველოს პატრიარ...

TV IMEDI

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 89 წლის იუბილე საქართველოს პრემიერმინისტრმა მიულოცა
02:04

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 89 წლის იუბილე საქა...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ილია მეორეს შეხვდნენ
01:45

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ილია მეორეს შეხვდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა განსაზღვრავს საქართველოს პატრიარქის პოპულარობას - გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი
03:26

რა განსაზღვრავს საქართველოს პატრიარქის პოპულარობას - გიორგი...

Formula News

ყველა ვიდეო