პატრიარქის საკვირაო ქადაგება

26.08.2018 01:29

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგება შეასრულა. საკვირაო ქადაგების დროს ილია მეორემ საკუთარ განსაცდელზე ისაუბრა და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დროს თქვა, რომ ასეთი შემთხვევა ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება. ილია მეორემ ქადაგების დროს ასევე აღნიშნა, რომ 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 25 წელი შეუსრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს უთხრა, რომ მისთვის ილოცონ. ქადაგების შემდეგ ილია მეორემ პური და ხილი აკურთხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: