საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

04.01.2022 04:41

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური მილოცვებს იღებს. კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს 89 წელი შეუსრულდა. უკვე 44 წელია, ის ერის 141-ე სულიერი წინამძღოლია. ბერად აღკვეციდან 20 წლის შემდეგ, მე-12 საეკლესიო კრებაზე პატრიარქად ილია მეორის არჩევით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქვეყნისთვის რთული სიტუაციების დროს ერისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისი პატრიარქობის დასაწყისი მძიმე დროს დაემთხვა - საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეკლესია არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა, მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა, უამრავი სამეცნიერო საგანმანათლებლო პროექტი, სასულიერო სასწავლებლების ამოქმედება, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, 2008 წლის ომის დროს ცხინვალის მიმდებარე სოფლებში ჩასვლა და ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების უფლების მოპოვება, დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად ყოველი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლის ინიციატივა - ეს ყველაფერი სწორედ ილია მეორის სახელს უკავშირდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი შეუსრულდა
18:08

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

საქართველოს პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა
02:39

საქართველოს პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პატრიარქის საკვირაო ქადაგება
01:29

პატრიარქის საკვირაო ქადაგება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

89 წელი და ცხოვრების ნახევარი ეკლესიის სამსახურში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია
06:19

89 წელი და ცხოვრების ნახევარი ეკლესიის სამსახურში - საქართვე...

TV IMEDI

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 89 წლის იუბილე საქართველოს პრემიერმინისტრმა მიულოცა
02:04

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 89 წლის იუბილე საქა...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ილია მეორეს შეხვდნენ
01:45

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ილია მეორეს შეხვდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შობის დღესასწაული
01:29

შობის დღესასწაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესაწაულს აღნიშნავს
02:48

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო