„არცერთი მოსწავლე სკოლის გარეთ,\" - ამ სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" გაიმართა. შეხვედრა საგანმანათლებლო სისიტემის მიღმა დარჩენილი ან სისტემაში ფორმალურად ჩართული სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე პირების პრობლემების მოსაგვარებლად ჩატარდა. პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამა 5-დან 12 წლამდე ასაკის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების კითხვისა და განათლების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტი „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს\" მიერ არის დაფინანსებული.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19gOiJo
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19gOiJo