აბიტურიენტები: მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში დისკომფორტია (ვიდეო)
ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი ნაკადის ტესტირება 13:00 საათზე დასრულდა. აბიტურიენტების თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო. „არც ისე რთული იყო, თემა საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნორმალურად გავართვი თავი“, - თქვა თორსის საჯარო სკოლის მოსწავლემ ჟენეტ აბშილავამ. აბიტურიენტების ნაწილის თქმით, მათ ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში მაღალი ტემპერატურის გამო დისკომფორტი შეექმნათ და მუშაობა გაუჭირდათ. „ვფიქრობ ტესტებს კარგად გავართვი თავი, ჩემთვის არც თუ ისე ღთული იყოო...რაც შეეხება პირობებს, დილით ცოტა უფრო ნორმალური სიტუაცია იყო, მაგრამ მოგვიანებით მე პირადად მუშაობა ძალიან გამიჭირდა. მეორე ნაკადში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება ასეთ სიცხეში წერა“, - თქვა დიანა ხვიტიამ. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას თქმით, აბოიტურიენტებს მაღალი ტემპერატურის გამო დისკომფორტი ნამდვილად აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე არაფრის შეცვლა არ შეიძლება. მისივე ინფრომაციით, შენობაში კონდენცირების სისტემა არ არსებობს. „კონდიცნიოენრი არცერთ წელს არ ყოფილა, თუმცა ასეთი სიცხეც არ ყოფილა არასდროს. სხვაგან გამოცდების ჩატარება შეუძლებელია, რადგან მეორე საჯარო სკოლის შენობა არის ყველაზე ოპტიმალური ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და აბიტურიენტთა რაოდენობის შესაბამისი“, - განმარტა ნანა ქირიამ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას აბიტურიენტების მეორე ნაკადი 15:00 საათზე დაიწყებს. „ქართული გამოცდისთვის ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან ვფიქრობ კარგად ვარ მომზადებული“ - თქვა „ჯი-ელ-სის“ ზუგდიდის განყოფილების მოსწავლემ ქეთი ჯიჯელავამ. მეორე საჯარო სკოლასთან, სადაც საგამოცდო ცენტრია განთავსებული, აბიტურენტებს ახლობლები და ოჯახის წევრები გულშემატკივრობენ. ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფოსამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საგამოცდო განრიგი მაღალი ტემპერატურის გამო შეიცვალა - დეტალ...
TV IMEDI
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შაშკინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული გამოცდები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
TV IMEDI
ეროვნული გამოცდები | გოგოების კლუბი
შაბათის შოუ ჯგუფი - Shabatis Show Group