პროტესტს სკოლების ნაწილი უერთდება
მიმდინარე პროტესტს უერთდება თბილისისა და რეგიონების სკოლების ნაწილი. თბილისში ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილმა სკოლის ეზოში აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც გაიფიცნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. სკოლის დირექტორის განცხადებით კი, სკოლის მოსწავლეებს აქვს უფლება, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა, მისი თქმით, საგაკვეთილო პროცესის დროს ყველა მოსწავლე სკოლაში უნდა იყოს და საგაკვეთილო პროცესს უნდა ესწრებოდეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 2100-მდე საჯარო სკოლიდან პროტესტის გარკვეული ფორმები 30-მდე სკოლაში დაფიქსირდა, თუმცა სასწავლო პროცესი არცერთ მათგანში არაა ჩაშლილი. მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაშიც. ისინი საკლასო ოთახებში არ შედიან და აცხადებენ, რომ არ სურთ რუსეთში ცხოვრება. მოსწავლეებს სოლიდარობას თანასკოლელები შენობიდან უცხადებენ, რომელთა განცხადებითაც, სკოლის ადმინისტრაცია სკოლის გარეთ არ უშვებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სკოლების გახსნის რისკები და პოლიტიკური დებატები
ამერიკის ხმა
უშედეგო დიალოგი და პროტესტი საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თინა, თინა!" - ავსტრიელი მოსწავლეები აპროტესტებენ ქართველი...
WebGazeti ვებგაზეთი
პროტესტი განათლების სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველკლასელთა სკოლაში მიღების ახალი წესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster