"თინა, თინა!" - ავსტრიელი მოსწავლეები აპროტესტებენ ქართველი ბავშვების დეპორტაციის

01/31/2021

\"თინა, თინა!\" - ავსტრიელი მოსწავლეები აპროტესტებენ ქართველი ბავშვების თინას (12) და ლეას (5) დეპორტაციის გადაწყვეტილებას სადეპორტაციო შენობასთან, რომლის ბოლო სართულზეც ისინი საქართველოში გამომგზავრებას დედასთან ერთად ელოდებიან..
\"მათთვის ისევე, როგორც ჩვენთვის ყველაფერი დაინგრა\" - ამბობენ თინას კლასელები. \"ეს ავსტრიის შავი დღეა\" - წერენ ავსტრიელები სოციალურ ქსელში. ქართველების ოჯახის და ასევე სომეხი სტუდენტის დეპორტაციის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა მთელ საზოგადოებაში. იმართება აქციები, სოლიდარობას გამოხატავენ სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, ჟურნალისტები.. პროტესტს უერთდებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის სპეციალური მიმართვა გაავრცელა ავსტრიის პრეზიდენტმაც, ვან დერ ბელენის თქმით, ის რაც მოხდა წარმოუდგენელი და მიუღებელია ავსტრიული საზოგადოებისთვის, იქ, სადაც ადამიანის უფლებები უპირველესია. (  / 1354821540370554880  )