ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ანგარიში


საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილებს ამჯერად ევროკავშირიდან იღებს.

ასოცირების პროცესის შესაფასებლად გამოქვეყნებულ ანგარიშში პოზიტიურ შეფასებებთან და რეკომენდაციებთან ერთად არის მითითებები ცალკეულ ხარვეზებზეც. არჩევნებზე საუბრის დროს ევროკავშირი პოლიტიკური პოლარიზაციის მზარდ ტენდენციაზე წერს და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზების აუცილებლობაზე საუბრობს. ანგარიშში ნახსენებია ივნისის მოვლენები, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და სასამართლო სფეროში გატარებული რეფორმა. ევროკომისია ყურადღების მიღმა არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას ტოვებს. მითითებულია ის სფეროებიც, სადაც ავტორთა აზრით, საქართველოს დამატებითი რეფორმების გატარება სჭირდება. ანგარიშში ჩაიწერა, რომ ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს. 

გენო ოსიყმაშვილი გეცნო ანგარიშს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან