შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

25.01.2018 01:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა. გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. Facebook :   / miaofgeo   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ფარული კადრები და მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია ფონიჭალასა და გარდაბანში
02:56

ფარული კადრები და მორიგი მასშტაბური სპეცოპერაცია ფონიჭალასა...

MULTIMEDIA GE

კომპანია „ენკას“ განცხადება

კომპანია „ენკას“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით
00:36

დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე 2 პირი დააკავა
00:33

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე 2 პ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში
01:13

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ადიგენის მოსახლეობა ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას აპროტესტებს
07:30

ადიგენის მოსახლეობა ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ქურდული სამყაროს წევ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით
01:36

დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო