ადიგენის მოსახლეობა ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას აპროტესტებს

05.04.2024 07:30

დაბა ადიგენის მოსახლეობა ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას აპროტესტებს. მოსახლეობასთან ერთად იმყოფებიან სასულიერო პირები. ამ წუთებში ისინი ადიგენის სოფლების დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე არიან შეკრებილები. ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს იმყოფებიან იმ კერძო სახლის მეპატრონის მხარდამჭერები, სადაც სამლოცველოა მოწყობილი. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, დაბაში არ არსებობს მუსლიმური სამლოცველოს აუცილებლობა, რადგან იქ არცერთი მუსლიმი ოჯახი არ ცხოვრობს. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მოუწოდებს ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი კი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. რუსუდან ლოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ადიგენის მოსახლეობა საპატრიარქოსთვის მიწების უკანონოდ გადაცემაზე საუბრობს
03:03

ადიგენის მოსახლეობა საპატრიარქოსთვის მიწების უკანონოდ გადაცე...

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ადიგენის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს
01:45

ადიგენის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლემ სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო - ადიგენის მუსლიმი მოსახლეობა
00:56

მოსამართლემ სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო - ადიგენის მუსლიმი...

მეცხრე არხი ახალციხე

“ნაწყენი ვართ მთავრობაზე“ - ქვემო ენთელის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა
04:59

“ნაწყენი ვართ მთავრობაზე“ - ქვემო ენთელის მოსახლეობა სასმელი...

მეცხრე არხი ახალციხე

სასმელი წყლის პრობლემა ადიგენში
03:46

სასმელი წყლის პრობლემა ადიგენში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვარხნის დაზარალებულ მოსახლეობას მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი და მერი შეხვდა
01:32

ვარხნის დაზარალებულ მოსახლეობას მშენებელი კომპანიის წარმომად...

მეცხრე არხი ახალციხე

სოფელ პაქსაძეების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
01:05

სოფელ პაქსაძეების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

sknews.ge. ანონსი: უკმაყოფილება იჯარეთში
00:33

sknews.ge. ანონსი: უკმაყოფილება იჯარეთში

samkhretis karibche

ყველა ვიდეო