ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა

02.08.2020 01:12

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება 60 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს სასურსათო პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემს. პანდემიის პირობებში, ხანდაზმულთა დაცვის მიზნით, პროექტი საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მათ შორის კასპში, სადაც დღეს შეხვედრა გაიმართა. განიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარებას, მომსახურებასა და ინფორმაციის მიწოდებას ეხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: