სასწრაფო დახმარების პერსონალის აქცია
სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად, ისევ რჩება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში. აქციის მონაწილეთა ნაწილმა დროებით დატოვა შენობა და ახლა მათ შენობაში აღარ უშვებენ, რამაც ხმაური გამოიწვია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება და იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ ადმინისტრაცია მათთვის ხელფასების მომატებას არ დათანხმდება. სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებული ექიმები და მძღოლების ნაწილი ხელფასის 100%-ით მომატებას ითხოვს. ექიმები, რომლებიც პროტესტში იღებენ მონაწილეობას, აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში, ხელფასზე დანამატს იღებდნენ, თუმცა გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი შემცირდა, დანამატებიც მოუხსნეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციისგან ჰქონდათ დაპირება, რომ დანამატს ხელფასის მომატების გარეშე არ მოუხსნიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედიკოსების აქცია უშედეგოდ დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მადლიერების ტაში“ - აქცია ექიმების მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწრაფოს პერსონალის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაქცინაციის ეროვნული გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster