ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო. მან ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ 2023 წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, 3.3 მილიარდი დოლარით რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება. მისივე თქმით, 2023 წელს ბაკურიანში წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესზეც ილაპარაკა. დასასრულს კი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
30 12 2019 მაესტრო 15 00 ტურიზმის ანგარიში- 2019 წელს 9 მ...
Georgian National Tourism Administration
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში
TV IMEDI
30 12 2019 იმედი 14 00 ტურიზმის ანგარიში- 2019 წელს 9 მლნ-...
Georgian National Tourism Administration
30 12 2019 იმედი ქრონიკა 17 00 2019 წლის ტურიზმის ეროვნუ...
Georgian National Tourism Administration
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლიური ანგარიში
FocusTV LTD
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლიური ანგარიში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
#ბიზნესპარტნიორი - ტურიზმის დინამიკა და გამოწვევები #LIVE
პირველი არხი - LIVE