"ტურბო"- სალაშქრო სასმუსნავი/Trail Mix

06/19/2017
ლაშქრობა-ის მიერ

ლაშქრობამდე უმნიშვნელოვანესია საჭმლის დაგეგმვა და დახარისხება. გაგაცნობთ ჩემს ერთერთ უსაყვარლეს რეცეპტს, რომელსაც „ტურბო“ დავარქვი. ლაშქრობისას ბევრ ენერგიას ვკარგავთ, ამიტომ მუდმივად უნდა შევივსოთ საწვავი, თუმცა არაპრაქტიკულია ყოველ 2 საათში სადილისთვის ხანგრძლივი შესვენება, ამიტომ თან უნდა გვქონდეს ისეთი საჭმელი რომელსაც მარტივად და ხშირ-ხშირად შევჭამთ. სწორედ ასეთია „ტურბო“, ეს გახლავთ თხილეულის, ქიშმიშის, ჩირის, ხანდახან ორცხობილის და ცივ პერიოდში შოკოლადის ნაზავი. საწყისი რეცეპტი შემდეგია 200 გრამი ქიშმიში, 200 გრამი შოკოლადი, 250 გრამი ორცხობილა და 250 გრამი მიწისთხილი, თუმცა რაოდენობები შეგიძლიათ შეუზღუდავად და ძალიან მარტივად ცვალოთ. პირველ რიგში ვხალავთ მიწისთხილს, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, ვცდილობთ მუდმივად მოვურიოთ რომ არ დაგვეწვას, მოხალულ თხილს ვაცლით კანს, ესაა ყველაზე რთული მონაკვეთი ტურბოს მომზადების პროცესში, ვფშვნით ორცხობილას (სხვათაშორის სპარში ბელგიური ორცხობილა აღმოვაჩინე და ძალიან უხდება \"ტურბოს\"), ვანაწევრებთ შოკოლადს, ოთხივე ინგრედიენტს ჩავყრით დიდ ჯამში, კარგად ავურევთ და ტურბო მზადაა. შოკოლადს ზაფხულში არ ვიყენებ რადგან სიცხისგან დადნება. ინგრედიენტები შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ, მთავარია რომ რასაც დაამატებთ იყოს კალორიებით სავსე, მსუბუქი და არ ფუჭდებოდეს მარტივად: ასეთებია მზესუმზირის თესლი, ნუში, თხილი, ჩირები და კრეკერები. ტურბოს ძირითად მარაგს ვათავსებ ხოლმე დიდ კონტეინერში, ხოლო იმ ნაწილს რაც გზაში უნდა ვჭამო პატარაში , ამ პატარა ქილას ჩანთის ზედა ჯიბეში ვინახავ რათა მარტივად მივაგნო და ჭამა არ დამეზაროს ხოლმე. „ტურბო“ უზარმაზარი რაოდენობით კალორიებს, ანუ საწვავს შეიცავს - ერთ დიდ შეკვრაში იგივე ენერგიაა რაც 13სნიკერში, ან 2 კილო სკუმბრიაში, თუკი ლაშქრობისას დაღლილობას იგრძნობ, თუკი დიდ აღმართს დაინახავ შეჭამე ტურბო და გაცილებათ ადვილად გაუმკლავდები დაბრკოლებებს. თუკი მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო გთხოვთ გამოიწეროთ არხი და აუცილებლად გააზიაროთ ეს ეპიზოდი.

ჩვენი პროექტის მხარდამჭერები არიან
ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი
https://www.facebook.com/fondi.ge/?fr...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
https://www.facebook.com/Administrati...
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი
https://www.facebook.com/Sazogadoebri...

ვიდეოს პროდიუსერი თინათინ მუმლაძე

ვიდეოები „ლაშქრობა"-ისგან