ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა RICDOG წევრებთან
"თქვენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ევროპაში და აუცილებლად იცხოვრებს ისე, როგორც ევროპული ქვეყანა. მე ამ ორგანიზაცისთან, "თაობათა დიალოგთან" შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს როგორც ბევრ სხვა ადგილას, აქაც. კითხვებისა და უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ ძალიან კარგადაც ერკვევიან საკითხში" – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა #RICDOG ოფისში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე. საქართველოს პარლამენტის წევრი დღეს, 4 თებერვალს, RICDOG წევრებს, მოხალისეებსა და RICDOG–ის სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო – საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესები. შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილმა დამსწრე აუდიტორიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქართველები ევროპელები ვართ და ამას როგორც ჩვენი ისტორია, ასევე გეოგრაფიული მდებარეობაც ადასტურებს. შეხვედრა ორ საათიანი იყო და მისი ფორმატიდან გამომდინარე პირველი ნაწილი სრულიად დაეთმო პარლამენტარს და მეორე ნაწილი კითხვა – პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. შეხვედრის ბოლოს უკუკავშირი ჩატარდა, სადაც როგორც დამსწრე აუდიტორიამ, ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გაცვალეს შეხედულებები და ისაუბრეს გამართული შეხვედრის აუცილებლობაზე. შეხვედრა სსიპ "ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" იმერეთის ბიუროსა და RICDOG –ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. RICDOG მომავალშიც სსიპ "ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" იმერეთის ბიუროსთან ერთად მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს კვლავ დაგეგმავს.
RIC DOG-ის სხვა ვიდეოები
02:30
Georgian For Foreigners - Lesson 18
02:00
ინსტრუქცია ჯომარდობაზე - RICDOG თავგადასავლების კლ...
04:11
პროექტი PCPP დასრულდა
01:35
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი – ვორკშოფი სამოქალაქო...
15:28
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი - პროექტი დასრულდა
02:20
Georgian For Foreigners - Lesson 20
03:07
სპს 2 დასრულდა
მსგავსი ვიდეოები
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძენიშვილის შ...
Artareatv
ზღვა, წიგნები და ზღვა ხალხი წიგნებზე სასაუბროდ - ლევან ბერძე...
Ajara TV
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა - ჩვენი მომა...
Ilia State University
„მსოფლიო ლიტერატურის კურსი“ - ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი
აზროვნების აკადემია
"თავისუფლების ქარტიის" შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ლევან ბერძენიშვილი: ანა კარენინასა და ვრონსკის პირველი შეხვე...
რადიო თავისუფლება
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" - „ზღვა და ლ...
Artareatv
ლევან ბერძენიშვილის ლექცია ► ცისფერყანწელთა ორდენი
BU_ portal