ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ანგარიში
ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინა. დოკუმენტში აღმოსავლეთ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებაც არის საუბარი. „ჩვენ ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მათი ინსტრუმენტების მთელი სპექტრის მობილიზება მოახდინეს, რამაც 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, შეადგინა სულ მცირე 67 მილიარდი ევრო სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ორივე ქვეყანას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მათი მდგრადობის გაძლიერებას, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეების კვლევა. ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს მომავალ თვეებში“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში. ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმა „სტრატეგიული კომპასი“ 2022 წლის მარტში დაამტკიცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის ახალი სტრატეგიული დოკუმენტი - შეფასებები თბილის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებული პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ევროკავშირის საკითხების ანალიტიკოსთან სტივენ ბლოკმა...
რადიო თავისუფლება
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster