შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის

27.02.2020 03:12

არეულობა დაიწყო საბერძნეთში.

კუნძულებზე მიგრანტთა ახალი ცენტრების მშენებლობის სამთავრობო გეგმამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობის გადაწყვეტილების გამო გაღიზიანებული მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ და პოლიციას დაუპირისპირდნენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კუნძულის რეგიონულ მმართველებთან შესახვედრად ემზადება. საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელი მიგრანტებს მოუწოდებს, საბერძნეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania