პროპალესტინური აქცია ლოს-ანჯელესში


ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსთან, სადაც პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრანტებს კარვები აქვთ გაშლილი, ასობით პოლიციელია მობილიზებული. სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციის დაშლის შესახებ გააფრთხილეს. საპროტესტო ბანაკი ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პალესტინელთა მხარდამჭერმა სტუდენტებმა გასულ კვირას მოაწყვეს. უნივერსიტეტში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთი დღით ადრე პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის მხარდამჭერთა ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. კონტრაქციის ნიღბიანი მონაწილეები საპროტესტო ბანაკს დაესხნენ თავს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე, ნიუ იორკის პოლიციამ კარვებისგან გაწმინდა კოლუმბიის უნივერსიტეტი და ნიუ იორკის სითი კოლეჯი, რა დროსაც პროპალესტინული აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა. ათობით პირი დააკავეს უისკონსინის შტატშიც, მადისონ-უისკონსინის უნივერსიტეტშიც. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან პიერის განცხადებით, „ამერიკელებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუ ეს კანონის ფარგლებში ხდება“. თუმცა, შენობების ძალისმიერი გზით დაკავება, როგორც ეს კოლუმბიის უნივერსიტეტში მოხდა, „მშვიდობიანი“ პროტესტის ფარგლებს სცილდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან