ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. წარდგენილი ბრალის მიხედვით, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა, გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა. გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა. გოგიტა ბიჩელაშვილის ადვოკატის განცხადებით, გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანაშაული არ დასტურდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯარისკაცების საქმეზე დამდგარი განაჩენი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკ...
საქართველოს პროკურატურა
ჯარისკაცების ღირსების შელახვის საქმეზე დაკავებულებს 5 და 6 წ...
MULTIMEDIA GE
სარჩელი პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟკაც მეომრებს ეუბნებიან, რომ თურმე ღირსების მარში უნდა დაი...
MULTIMEDIA GE
"ლგბტ" თემს გლობალური ძალა მართავს - ლევან პირველი
MULTIMEDIA GE
ბოლო რამდენიმე კვირაა ოკუპირებულ...
odishitv
ქართული ჯარი - 31.10.2013 - გადაცემა V
nika kiladze