სარჩელი პროკურატურაში
ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე მსჯავრდადებული გოგიტა ბიჩელაშვილის ადვოკატმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ფრიდონ სუხიაშვილის განცხადებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, გამოიკვეთა სხვა პირის ბრალეულობაც. მისი განმარტებით, აღნიშნული პირები საქმეში ფიგურანტების ზემდგომი პირები არიან და აღნიშნულის დამდასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს. შეგახსენებთ, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაც 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურანტი ორივე პირი, სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სარჩელი პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარჩელი პროკურატურაში
Gela Mebonia
სარჩელი პროკურატურაში
Gela Mebonia
ახალი სარჩელი პროკურატურაში ხორავას ქუჩის საქმეზე - რას ითხვ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
"პატრიოტების" სარჩელი პროკურატურაში
tv obieqtivi
ხატია დეკანოიძის სარჩელი პროკურატურაში ძალადობრივი ჯგუფების...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბრალდებულის ადვოკატის სარჩელი პროკურატურაში
tv obieqtivi
გიორგი ლომიამ ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურა...
Alliance Official