ვაჟკაც მეომრებს ეუბნებიან, რომ თურმე ღირსების მარში უნდა დაიცვან - მამა შალვა კეკელია

07/04/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

\"ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში ჩვენ ღირსებას იცავენ და 35 ბიჭი, რომელიც დაეცა ავღანეთში ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, თურმე ეს ვაჟკავი, მეომარი ბიჭები, პოლიციელები, რომლებმაც საქართველო უნდა დაიცვან, მთავრობის წევრები და ოპოზიციონერები ეუბნებიან, რომ ე.წ ღირსების მარში უნდა დაიცვან, მამათმავლები უნდა დაიცვან.

ყველა ჯარისკაცს და პოლიციელს ვეუბნები - ღირსება არის შენი შვილები, ოჯახი, შენი ქვეყანა და იმიტომ გიხდიან ხელფასს, რომ შენი ქვეყნის ღირსება დაიცვა.

გაბედოს ერთმა პოლიციელმა და დადგეს იმათ მხარეს (იგულისხმება ლგბტ თემი) და გაატაროს. ყველა უნდა დავდგეთ იქ ხვალ, 10 საათიდან და არავის არ მივცეთ უფლება ჩვენ ქვეყანას ეს გვიქადაგონ, მთელი ერი უნდა დადგეს რუსთაველზე\"- განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღოლმა მამა შალვა კეკელიამ წირვაზე.

მისი თქმით, პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ე.წ ღირსების მარშთან დაკავშირებით დოკუმენტს, არიან ერის მტრები.

ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან