jgufi gama - qisturi (ჯგუფი "გამა" - ქისტური)

09/27/2016
Melodia Official-ის მიერ

გამოიწერეთ არხი:    / @melodiaofficial1990  
ჯგუფი \"გამა\" - \"ქისტური\"
ტექსტი - ალეკო ზაქაიძე
არანჟირება - მახო რეხვიაშვილი
--------------------------------------------------------------------------
\"ქისტური\"
ქისტებს ქალაი მავტაცე
ვერ დამეწიენ გზაშია
გამწარებული ჯოყოლა
ამამივარდა მთაშია.
მთიულ ვარ მტრობას არ გირჩევ
ბეჩავ არა ვარ ტიალო
არ მინდა, ჩამამეცალე
სიცოცხლე გაგიტიალო.
ვიცი, რომ ქალის ძმაი ხარ
არ გეკიდები მტრადაო
ვფიცავარ მაღალ სალოცავს
მინდა გიგულო ძმადაო.
შენ დას წავიყვან ლომისას
იქვე დავიწერთ ჯვარსაო
ზაქათას სუფრას გაშლიან
წამააქცევენ ხარსაო.
მეტი რა გითხრა ჯოყოლავ
ჩამამამეცალე გზიდანა
უკან არავარ დამხევი
მკვდარსაც ცამიყვანს მთიდანა.
ვაჟკაც ყოფილხარ მთიულო
მაყვრად გიწოდებ ხელსაო
დიდება შენსა წინაპრებს
სამასსა არაგველსაო.
=======================
#folk #folkmusic #george #live #saqartvelo #subscribe #youtube #band #gama #folksong #qartuli #qartulisimgerebi

გამოიწერეთ youtubis არხი და შემოგვიერთდით facebook - ის ოფიციალურ გვერდზე.