კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში

06.01.2022 01:07

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გაგზავნა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტატიებში აღნიშნულია: „ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გაშვება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით ხდება“. ყაზახეთის პრეზიდენტმა ღამით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგარეო აგრესიის აქტად შეაფასა და დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებს მიმართა. მალევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს ხელმძღვანელობს, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. სომხური მედიის ინფორმაციით, ერევნიდან ყაზახეთში 70 სამხედრო გაემგზავრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania