კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი გრძელდება

03/21/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
ქალაქ ბათუმში, სასტუმრო“რედისონში“ მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“.
კონფერენციას უძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - გიორგი თავამაიშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები.


http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან