უკრაინაში ომი გრძელდება. ღამით ფრონტის ხაზის გასწვრივ 78 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე აქტიურ მოქმედებებს ოკუპანტები ბახმუტისა და ნოვო-პავლოვკის მიმართულებით აწარმოებდნენ. გასული დღე-ღამოს განმავლობაში რუსეთის ჯარები შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებდნენ. უკრაინელებმა 17 შაჰედის ტიპის დრონიდან 16 ჩამოაგდეს. ბოლო დღეებში რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული იერიშის ფონზე, უკრაინის ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „პეტრიოტების“ მიწოდებას სთხოვს. ვილნიუსში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკი რადას მიერ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა. აღნიშნული აღრიცხვის წესებს, ასევე იმ პირების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ. კანონი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერიდან ერთ თვეში უნდა ამოქმედდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.