„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ ქართველი ექსპერტების შეფასებით


საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მაჩვენებლები მწვავე პოლიტიკური განხილვის თემა ხდება.

ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში“ ჩვენი ქვეყანა უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება და მესამე ადგილს იკავებს. დაღმავალი დინება, მკვეთრი დაცემა, მნიშვნელოვანი შემცირება - ასეთი ტერმინებია გამოყენებული საქართველოს შეფასების დროს. კვლევა ქვეყნების რეიტინგს კარგი მმართველობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სფეროში ამოწმებს. ანგარიშის ავტორები ქულების დაწერის დროს ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობიან. როგორც ირკვევა, საქართველოდან მათ მონაცემები ცხრა ექსპერტმა მიაწოდა. ინდექსის მიხედვით, რამდენიმე სფეროში უკუსვლის და სამოქალაქო საზოგადოების უგულებელყოფის გამო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საერთო მაჩვენებელი დაბალ დონეზე დარჩა. მმართველი გუნდი კვლევას ევროკომისიის ბოლო ანგარიშს უპირისპირებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა გახდა. ხელისუფლება კვლევის მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან