აღმოსავლეთ პარტნიორობის სადავო ინდექსი


„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.
კვლევის მიხედვით, პირველ ადგილს მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. მეოთხე ადგილზე სომხეთი, მეხუთეზე აზერბაიჯანი, მეექვსე ადგილზე კი ბელარუსია. კვლევაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი. კვლევა ეფუძნება სამი ძირითადი მიმართულების შეფასებას. ესენია: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება. კვლევას პოლიტიკოსების შეფასებები მოყვა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან