პროექტი "შემოსაზღვრე საქართველო" დიცსა და ტირძნისში

07/12/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი \"შემოსაზღვრე საქართველო\".
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 9 ივლისს, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გაიმართა ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია ვეფხისტყაოსნის შესახებ; ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლიტერატურული პროცესების განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა; მოეწყო სხვადასხვა ტიპის გამოფენები ადგილობრივი, ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით; ასევე, გაიმართა ბოლო პერიოდის ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება \"იაკობ გოგებაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა\"; ფილმის შემქმნელია, ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი, რომელმაც ჩვენების შემდეგ, ინტერაქციის რეჟიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგი გამართა. დიცში, ასევე გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის \"მაჩაბელა\" კონცერტი. ადგილობრივ სკოლებსა და მუნიციპალურ ბიბლიოთეკებს, აგერთვე პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
ამავე პროექტის ფარგლებში, სოფელ ტირძნისში ჩატარდა სხვადსხვა ინსტრუმენტული ჯგუფების კონცეტი.
პროექტი \"შემოსაზღვრე საქართველო\" მრავალფეროვანი ღონისძიებებით 5-6 აგვისტოს - განმუხურში, 23 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.





http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან