პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო,, დიცსა და ტირძნისში

07/10/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია \"მომავლის სოფლის\" პროექტი \"შემოსაზღვრე საქართველო\".
9 ივლისს, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გაიმართა ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია ვეფხისტყაოსნის შესახებ; ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა; ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით ჩატარდა სხვადასხვა სახის გამოფენა. ასევე, შედგა ქართული დოკუმენტური ფილმის „იაკობ გოგებაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა“ ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ ფილმის ავტორმა, ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გელა კანდელაკმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი გამართა. ღონისძიება სოფ.დიცში ფოლკლორული ანსამბლის\"მაჩაბელას\" კონცერტით დასრულდა.
ამავე პროექტის ფარგლებში, 9 ივლისს, სოფელ ტირძნისში, ადგილობრივი ანსამბლის \"გორი\" და ასევე დედაქალაქიდან ჩასული ჯგუფის \"ქიმერა\" მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ , მრავალფეროვანი ღონისძიებებით, 5-6 აგვისტოს - განმუხურში, 23 სექტემბერს კი სოფელ ნიქოზში გადაინაცვლებს.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან